Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია - „განათლება თანამედროვეობის კვალდაკვალ“

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტისა და სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის ორგანიზებით 14 ივნისს ჩატარდა  III ერთობლივი კონფერენცია „განათლება თანამედროვეობის კვალდაკვალ”.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეები. მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით არსებული აქტუალური თემების შესახებ.

კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტისა და სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს სერტიფიკატები გადაეცათ მომხსენებლებს, მოსწავლეთა საკონფერენციო თემის  ხელმძღვანელობისათვის სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის მასწავლებლებს  და კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობისათვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ გულნაზ ხორბალაძეს.